მთავარი გვერდი   Home page

საიტი დამზადების პროცესშია   Веб-сайт в процессе изготовления

Web-Site in the Manufacturing Process

მოგესალმებით მეგობრებო, გაცნობებთ, რომ გარკვეული საკითხების აქტუალობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ვებგვერდის დამზადების პარალელურად მოგაწოდოთ აუცილებელი ინფორმაციები. გთხოვთ გაეცნოთ.

Друзья, я хотел бы сообщить вам, что из-за определенных проблем мы решили предоставить вам необходимую информацию параллельно с подготовкой веб-сайта. Пожалуйста, прочитайте.

Friends, I would like to inform you that due to certain issues, we have decided to provide you with the necessary information in parallel with the preparation of the web site. Please read.

We are here !!! See the rest of the information Contact.

 

დიახ, ეს ხდება საქართველოში, თქვენ ამას აქ, ჩვენთან შეძლებთ, მინიმალური შრომის ფასად, იმასთან შედარებით რასაც ხარჯავთ, მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. ქალბატონებო და ბატონებო მიადევნეთ თვალი ამ ვებგვერდს და აქ თქვენ ბევრ საინტერესოს იპოვით თქვენი ბიზნესისთვის.

Да, это происходит в Грузии, вы можете сделать это здесь с нами с минимальными затратами труда по сравнению с тем, что вы тратите всю свою жизнь. Дамы и господа, следите за этим сайтом, здесь вы найдете много интересного для своего бизнеса.

  Yes, this is happening in Georgia, you can do it here with us with minimal labor costs compared to what you spend all your life. Ladies and gentlemen, watch out for this site, here you will find a lot of interesting things for your bus

საინვესტიციო პროექტი თავისი უნიკალური თვისებებით

 

 Investment project with its unique features.

See more

 
 
საყურადღებო ინფორმაცია, სემინარ საუბრები აქტუალურ თემაზე
 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა ინფორმაცია, შეკითხვა სტრესული გარამოებების შესახებ, რომელზეც ჩემს მიერ ვრცელი პასუხი იყო გაცემული, მიუხედავად ამისა, ჩემი ვრცელი პასუხი რომ არ დარჩეს, როგორც "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", გთავაზობთ, სემინარ საუბრებს თემაზე:--------- სტრესული გარემოებები, მისი სახეობები, მისი გამომწვევი მიზეზები, ასევე მისი გადალახვის გზები, ასევე სად მთავრდება სტრესული გარემოებები და იწყება ფორსმაჟორული გარემოებები, როგორ გავანეიტრალოთ ფორსმაჟორში გადასული სტრესული სიტუაციები, ანუ როგორ გავანეიტრალოთ ჯერ ფორსმაჟორული გარემოებები, შემდგომში სტრესული გარემოებები და ბიზნესსაქმიანობა დავაბრუნოთ ნორმალურ, განვითარებად კალაპოტში.---------სემინარ საუბრები არის ფასიანი და ეღირება თვეში 50 ლარი. ერთ ჯგუფში დასაშვებია 4, უკიდურეს შემთხვევაში 5 ადამიანი. 
სემინარ საუბრების ხანგლძლივობა ერთ ჯერზე 1 საათი, კვირაში მინუმუმ ორჯერ. 
შემდგომში დროის ბიუჯეტიდან გამომდინარე შესაძლოა ჩატარდეს 3 ჯერ. 
ჯგუფების რაოდენობა დღევანდელი გადასახედიდან არის დაგეგმილი 2, სამომავლოდ შესაძლოა ეს საკითხიც გადაიხედოს. 
სემინარ საუბრების სრული კურსის ხანგლივობა, სავარაუდოდ 2 თვე.
თანხის გადახდა წინასწარ. ---------

P.S. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ყველაზე ჭკვიანებს გადაეცემათ, "შეთავაზება". 
რომელიც ითვალისწინებს ჩემთან ბიზნესში "სამოღვაწეოდ" დარჩენას. თანხმობის შემთხვევაში, მათ სრულად დაუბრუნდებათ ჩემთან გადახდილი თანხა !
https://www.slideshare.net/slideshow/embed_code/key/J3vVmnvDxsvGl8

 

Our company is looking for foreign companies to cooperate in the direction of tourism.
Наша компания ищет иностранные компании для сотрудничества в направлении туризма.

Ladies and gentlemen, I would like to inform you that in my company, in about 1-2 months, a new business direction is being opened.
The direction of business concerns to cooperation with foreign colleagues, in the direction of Tourism.
We are also looking for partners to organize special medical tours in the famous Georgian medical resorts.
I would also like to remind you that the holiday season in Georgia starts in two months.

Уважаемые дамы и господа, я хотел бы сообщить вам, что в моей компании через 1-2 месяца открывается новое направление бизнеса.
Направление бизнеса касается сотрудничества с зарубежными коллегами в направлении туризма.
Мы также ищем партнеров для организации специальных медицинских туров в знаменитых грузинских медицинских курортах.
Я также хотел бы напомнить вам, что курортный сезон в Грузии начинается через два месяц.

About our company, other information you can also see by clicking here.
О нашей компании, другую информацию вы также можете посмотреть нажав здесь. https://www.facebook.com/Business-Plus-Georgia-188883941531253/   https://twitter.com/DDavitlidze

 

ინფორმაცია იურიდიული პირების საყურადღებოდ

ქალბატონებო და ბატონებო სანამ მე ჩემს პარტნიორთთან ერთად გავაცალკევებ, ამ პროექტში საჯარო და კონფიდენციალურ ინფორმაციას, ნება მომეცით მოგაწოდოთ, საწყისი მცირე ინფორმაცია, ჩვენი შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

საკითხი ეხება საკადრო პროექტს, რომელიც ხორციელდება ჩვენთან. კერძოდ, ჩვენ შეგვიძლია შედარებით პასიურ რეჟიმში ვითანამშრომლოდ. რას ნიშნავს ეს? - ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი სასურველი აპლიკანტი ტესტირების გასავლელად. ტესტირების შემდეგ, თქვენ გეცოდინებათ მისი სამუშაო მზადყოფნის ზოგადი მაჩვენებელი პროცენტებში, რაზეც შეიქმნება სპეციალური დოკუმენტი, რომელიც შესაბამისად მოგეწოდებათ, - და ეს ეღირება სულ რაღაც 20 (ოცი) ლარი 

ამავე დროს თქვენ გექნებათ საშუალება მიიღოთ დეტალური ანგარიში კონკრეტული პირის მზადყოფნის შესახებ საოფისე სამუშაოსთან დაკავშირებით. 

მეგობრებო მინდა შეგახსენოთ,რომ, ეს საკითხი მოითხოვს, დიდ პასუხისმგებლობას ჩვენი (ჩემი და თქვენი) მხრიდან, ანუ იმის გამო, რომ ჩვენ საქმე გვექნება ცოცხალ ადამიანთან, რომელსაც აქვს უფლება იშრომოს, ასევე იმის გამო, რომ ჩვენმა (ჩემმა და თქვენმა) გადაწყვეტილებამ არანაირი ზიანი არ მიაყენოს აპლიკანტს, ამისათვის სასურველია და მე მგონი მისაღები იქნება ორივე მხარისთვის, თუ თქვენ აიღებთ წერილობით ვალდებულებას ახლად მიღებული თანამშრომლის მიმართ მასზედ, რომ მუშაობის პროცესში ხელს შუწყობთ მას პროფესიული ნაკლოვანებების დაძლევაში.

რაც შეეხება ჩემს ჩართვას პროფესიული ნაკლოვანებების გამოსწორების საქმეში, ამაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკმაოდ რთული თემაა. 

ცნობისათვის, დეტალური ანგარიშის ღირებულებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ჩვენ ამ საკითხს საწყის ეტაპზე გადავწყვიტავთ ურთიერთ მოლაპარაკების გზით.

 

მოგესალმებით. დასაფიქრებელი ინფორმაცია.

ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მინდა გაცნობოთ, რომ სავარაუდოდ 7 10 დღეში დაიწყება მონაცემთა ბაზის გაკეთება იმ პიროვნებების შესახებ, რომლებსაც აქვთ სურვილი ჰქონდეთ სტაბილური სამსახური.

ეს პროცესი საკმაოდ საპასუხისმგებლოა ჩემი მხრიდან, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია არავის გულისთვის არ აპირებს აიღოს პასუხისმგებლობა, რომელსაც აშკარა ზიანის მოტანა შეუძლია.

კერძოდ, მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ესპანურ მხარესთან წამოწყებული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება სავარაუდოდ 7-10 დღეში.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,  საწყის ეტაპზე დაიწყება ფიზიკური პირების რეგისტრაცია (რეგისტრაცია უფასოა), რის შემდგომაც ჩატარდება ტესტირება (გაცნობებთ, რომ ტესტირება არ არის გამოცდა ან თქვენი შემოწმება). ფიზიკური პირები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას, ვალდებულნი იქნებიან გაიარონ ტესტირება.

ეს კეთდება იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ მოცემული პირის დონე (პროცენტებში გამოსახული) ბიზნეს-საქმიანობის კონტექსტში, რომელიც დაკავშირებული არის ან იქნება რომელიმე კონკრეტულ კომპანიაში გარკვეული ფუნქციების შესრულებასთან.

ტესტირება  ფასიანია და მისი ღირებულებაა 20 (ოცი) ლარი.

რატომ ფასიანი??? ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს პროცესი ფაქტობრივად გრძელდება 3 (სამი) და მეტი საათი, თან  საკმაოდ დამღლელი პროცესია, დახარჯულ დროზე რომ არაფერი ვთქვათ. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს  დაედო გარკვეული ფასი (ცნობისათვის ეს პროცესი დასავლეთ ევროპაში, ყველაზე შეღავათიანი პირობებით, ღირს 50 S).

რაც შეეხება რეგისტრაციას, როგორც მოგახსენეთ, რეგისტრაცია უფასოა. შესაბამისად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ნებისმირ დროს და გაიაროთ რეგისტრაცია.

თუ თქვენ მარტო რეგისტრაციის გავლა გსურთ და მხოლოდ ამის გულისთვის მობრძანდებით, თქვენ გექნებათ გადასახდელი 5 (ხუთი) ლარი. დანარჩენ 15 (თხუთმეტ) ლარს გადაიხდით ტესტირების დღეს, რომლის თარიღზეც შევთანხმდებით შეხვედრის დროს.

გთხოვთ ასევე გაითვალისწინოთ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმება კანონის ძალის მატარებელია. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გადაიფიქრებთ ტესტირების გავლას, თქვენი მხრიდან ეს ჩაითვლება თქვენს მიერ აღებული ვალდებულებების არშესრულებად. ამის გამო თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.

თქმულიდან გამომდინარე, უხერხული სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, თქვენ შეგიძლიათ წინასწარ არ დარეგისტრირდეთ და რეგისტრაცია და ტესტირება ერთ დღეში გაიაროთ და გადაიხადოთ მხოლოდ 20 (ოცი) ლარი, რომელიც არის მხოლოდ ტესტირების ღირებულება.

ასევე მინდა გაცნობოთ, რომ რეგისტრაციაზე გადახდილი 5 (ხუთი) ლარი, არ წარმოშობს ვალდებულებას თქვენთვის მომსახურების გაწევაზე.

ვალდებულება თქვენთვის მომსახურების გაწევაზე წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაივლით ტესტს და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ითანამშრომლებთ

LLC. Business Plus / Georgia - თან.

ყველა სხვა შემთხვევაში, თქვენი სურვილისამებრ, გადმოგეცემათ დოკუმენტი, რომელიც დაამოწმებს თქვენს მიერ ტესტის გავლის შედეგებს.

დამატებით გაცნობებთ, რომ ყველაზე მაღალი შედეგების მქონე პირების პირველ ათეულს მიეცემა წინადადება დარჩეს LLC. Business Plus / Georgia-ში. საწყის ეტაპზე პირველი ხუთეული დაიკავებს წამყვანი მენეჯერების პოზიციებს, მეორე ხუთეული დროებით შეასრულებს სხვა ფუნქციებს და იქნებიან როგორც სარეზერვო თანამშრომლები წამყვანი მენეჯერის პოსტზე.

აღნიშნულ წინადადებაზე თანხმობის შემთხვევაში მოცემულ პირველ ათეულს ტესტირებაზე გადახდილი თანხა 20 (ოცი) ლარი უკლებლივ დაუბრუნდება უკან. ასევე მინიმუმ 6 თვის, მაქსიმუმ 1 წლის თავზე თქვენ წამყვან მენეჯერებს გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზი.

დაბოლოს, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, უპირატესობა მზადყოფნის თანაბარი მაჩვენებლის შემთხვევაში წამყვანი მენეჯერის პოსტზე, მიენიჭებათ მაგისტრანტებს.

იურიდიული პირების საყურადღებოდ! თქვენთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდება ცალკე.     

რეგისტრაციაზე და ტესტირებაზე მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ დროს.

 

 

სიახლე

მოგესალმებით, კომპანიების, და სამსახურის მაძიებლების (განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ).

  მინდა გაცნობოთ, რომ ჩემს ესპანელ პარტნიორთან ერთად შემუშავებული პროექტი, რომელიც, პრაქტიკულად 90 % - ით გამორიცხავს კადრების დენადობას და უზრუნველყოფს კომპანიების დაკომპლექტებას მუდმივი კადრით, ესპანეთის მხარისთვის ფინალურ ფაზაში შევიდა. 
  პროექტის განხორციელების დაწყება ესპანეთში სავარაუდოდ დაგეგმილია უახლოეს ერთ კვირაში. 
  დამატებით გაცნობებთ, რომ ასევე აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამის ქა
რთულ მენტალიტეტზე და ბიზნეს გარემოზე მორგების პროცესი, შესაბამისად, უკვე გამზადებულ პროექტში შევა აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ კომპანიებს, მუდმივი კადრით, სავარაუდოდ 90 % - ის სიზუსტით.
  და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროექტის საექსპერიმენტო ნაწილი საქართველოში განხორციელდა 10 კომპანიაში და შედეგი იყო ასეთი.: 
1. 7 შემთხვევაში პროექტი იყო 100% - ით წარმატებული, 
2. 1 შემთხვევაში წარუმატებელი, მიზეზი, - დასაქმებულმა ვერ გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი. 
3. 2.შემთხვევაში წარუმატებელი, მიზეზი, - კომპანიის მეპატრონეებს რატომღაც არ მოეწონათ სრული წესრიგი თავის კომპანიაში და ფაქტობრივად ჩაშალეს პროექტი. 
ჯერჯერობით სულ ეს არის მადლობთ ყურადღებისთვის. 

არ გამოტოვოთ ეს სასიამოვნო სიახლეა. 

 

 

მუშაობის შედეგები, რომელიც დაფიქსირდა, ბოლო 1 წელიწადში, თუ არ ჩავთვლით კომპანიის ბრენდინგზე დახარჯულ დროს.

მოგესალმებით, ამჯერად ნება მომეცით განვმარტო რა რეალურად განხორციელებადი შედეგები იქნა მიღწეული ბოლო ერთი წლის მანძილზე, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი განხორციელდა, რა თქმა უნდა მოკლედ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ეს პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით ერთი წელი, დანარჩენი წელიწად ნახევარი მოხმარდა მხოლოდ კომპანიის ბრენდინგს მსოფლიო ბაზარზე და მინდა გითხრათ, რომ ამ საქმიანობამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და კომპანია უკვე ფაქტიურად მზად არის მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად.

მეგობრებო, ეს თავისთავად კარგია, მაგრამ ამ შედეგმა წარმოშვა პრობლემა კომპანიის საკადრო უზრუნველყოფის საკითხში, სანამ ამ საკითხებზე გადავალთ მინდა გითხრათ, რომ ბოლო ერთ წელიწადში საკმაოდ მყარი საფუძველი ჩაეყარა 14 - 15 პროექტს, რომელიც ვერ განხორციელდა კადრის უკიდურესად დაბალი დონის გამო ასევე სხვა კომპანიების ამბიციოზურმა დამოკიდებულებამ საქმისადმი. კერძოდ ჩამოთვლილი გარემოებების გამო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არ განხორციელდა 14 - 15 პროექტი, რომელთა საერთო ბრუნვა, ასე ვთქვათყველაზე მცირე, ყველაზე უხეში დათვლით უნდა ყოფილიყო 2 000 000 ამერიკული დოლარი.

მეგობრებო მოდით კომპანიებს თავი გავანებოთ და გადავიდეთ საკადრო პოლიტიკაზე, რას ითვალისწინებს და რისი მიღება სურს კომპანიას კადრისგან.

ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ დაპირებული 40 - 50 პროცენტს კომპანია იხდის, ანუ გადაუხდის იმ პიროვნებას რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს იმ პროექტზე რომელიც მას ჩაბარდება, ანუ კომპანია არ იხდის და არასდროს არ გადაიხდის ფულს მის ცოდნაში, გამოცდილებაში და პროფესიონალიზმში, რაც არ უნდა ქონდეს დამთავრებული, რამდენი გადამზადებაც არ უნდა ქონდეს გავლილი, ასევე არ იხდის ფულს გამოცდილებაში  რა თანამდებობაზეც  არ უნდა იყოს ნამუშევარი აპლიკანტი, მნიშვნელობა არ აქვს, კომპანია ფულს იხდის მხოლოდ და მხოლოდ "პასუხისმგებლობაში"!!!

  გამომდინარე ზემოთ თქმულიდან მინდა გითხრათ, რომ რომ ყველაფერი დაკარგული არ არის და თუ თქვენ გრძნობთ იმ შინაგან ძალას, ხელი მოკიდოთ სერიოზულ საქმეს და იცხოვროდ მშვიდად მობრძანდით,კომპანია და პირადად მე მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომსასურველი შედეგი იყოს დადებული.

და ბოლოს, თუ მოისურვებთ ამ მუდმივ მოქმედ პროექტში მონაწილეობას გთხოვთ, დააწკაპოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, შეავსოთ განაცხადი და გამოგზავნოთ, გაითვალისწინეთ, ამ პროექტისთვის მესაჭიროება 10 წამყვანი მენეჯერი - მათ შორის 5 სარეზერვო და სულ მცირე 50 სხვა თანამშრომელი.   

წინასწარი თანხმობა საკადრო პროექტში მონაწილეობის შესახებ

გისურვებთ წარმატებებს

 

  

 

მოთხოვნადი საიტები ყოველდღიური მოხმარებისთვის

საკანონმდებლო მაცნე
https://matsne.gov.ge/ka
 

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის გაუმჯობესების, რესურსების გაზიარების მიზნით შექმილი  ვებპორტალი

http://csogeorgia.org

 

მარტივია როცა იცი ყოველდღიური მოხმარების საიტი

http://www.rogor.ge

 

ქართული ბიზნეს ტერმინოლოგია

ჩამოტვირთე

 

ინგლისური ბიზნეს ტერმინოლოგია

გახსენი

 
ფორმები, კანონები, საოფისე დოკუმენტები, და ბევრი სხვა რამ, ყოველდღიური მოხმარების საიტი ბიზნესმენებისთვის
http://www.forms.ge
 
ყვითელი ფურცლები ცნობარი
https://www.yell.ge/index.php
 
ტექნიკური ლექსიკონი
http://techdict.ge/ka/
 
ვაკანსიები მსოფლიოში
http://www.directory.ge/index.php
 
ლეგალური სამსახური ევროკავშირში. ავიაბილეთები ყველა მიმართულებით, სასტუმრის დაჯავშნა.
https://justfly.ge/ლეგალური-სამსახური-ქართ/
 
საქართველოს შემოსავლების სამსახური
http://rs.ge
 
საძიებო სისტემების ფართო არჩევანი
http://webcatalog.aura.ge/141-katalogebi/catalog/en/44-sadziebo-sistemebi.html
 
იმპორტიორი კომპანიების და საქონლის საძიებო ვებგვერდი მსოფლიოს მასშტაბით
 https://www.alibaba.com
 
ალიანს ჯგუფი - ბიზნეს საინვესტიციო მომსახურება
http://agc.ge/geo/home
 
საძიებო სისტემები
https://www.promo-webcom.by/analytics/search-systems/#meta